GITEX GLOBAL 2026

GITEX Global 2026, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური და სტარტაპ ღონისძიება, გაიმართება დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში 2026 წლის დეკემბერში. ღონისძიება აერთიანებს 200,000+ ტექნოლოგიურ ლიდერსა და მონაწილეს, 180+ ქვეყანას, 6,800+ გამოფენაში მონაწილე კომპანიას და 400+ სახელმწიფო ორგანიზაციას. აღსანიშნავია, რომ დამსწრეების 40% წარმოადგენს C-level გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო პარტნიორობებისა და ბიზნეს შესაძლებლობების კუთხით.


 საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, GITEX Global-ზე StartUP in Georgia-ს სახელით წარსდგება. ინიციატივის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება და ქართული ტექნოლოგიური სტარტაპების გლობალურ პარტნიორებთან, ინვესტორებთან და ახალ ბაზრებთან დაკავშირება.

 

ღონისძიების ფარგლებში, საქართველო ფიზიკური პავილიონის სახით იქნება წარმოდგენილი, სადაც მრავალი აქტივობა მოიყრის თავს. ამასთან,  სტარტაპებისთვის, სტარტაპ სივრცეებში წარდგენის შესაძლებლობაც იქმნება.

 

 

ივენთის

თარიღი

2026-12-07
ივენთის

ლოკაცია

დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
ივენთის

ორგანიზატორი