სტარტაპ კატალოგი

ინდუსტრია

170 კომპანია

Argonaut

ინდუსტრიული ხასიათის კვლევითი ტექნოლოგია პროფესიონალი მკვლევარებისა და კვლევითი ორგანიზაციებისთვის, რომელიც მოიცავს კვლევითი ინსტრუმენტის შექმნის, საველე სამუშაოების მართვის, ხარისხის კონტროლის მექანიზმების იმპლემენტაციის, მონაცემების გაწმენდისა და საბოლოო მონაცემების ანალიზის ინტეგრირებულ პროგრამას.
Ranko

Ranko

ფინტექ ეკოსისტემა, რომელიც ფინანსულ წვდომას უქმნის დაბალშემოსავლიან მოსახლეობას და მცირე ბისნესის მეპატრონეებს, ასევე ეხმარებიან ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ციფრული ინფრასტრუქტურის შექმნაში.
eConsul

eConsul

მოგზაურობის პლატფორმა, რომელიც ამარტივებს მოგზაურობის წინასაფეხურო პროცესებს პირადი მონაცემების შენახვითა და ვიზის განაცხადების ავტომატიზაციით.

CALEN AI platform

ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა, რომელიც ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესებს ბიზნეს-კომუნიკაციების ორგანიზებაში, დაგეგმვასა და ავტომატიზაციაში ტექნიკური ბარიერების გარეშე.

Stori AI

ხელოვნური ინტელექტით გამართული კონტენტის გენერაციის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს, მარკეტოლოგებს, სტუდენტებსა და მასწავლებლებს აძლევს შესაძლებლობას შექმნან მაღალი ხარისხის ციფრული მასალები და გააძლიერონ „storytelling“ უნარები.

SMART APP

ღრუბელზე დაფუძნებული სამუშაო ძალის მართვის პლატფორმა, რომელიც ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესებს ეფექტიანობის გაზრდაში ველური ოპერაციების დროს.

SPOTs "modular farm"

მოდულური ურბანული ფერმები, რომლებიც განთავსდება HoReCa ობიექტებში ან სრულად აწყობილი გაიყიდება ექსპორტისთვის. კომპანია უზრუნველყოფს მონტაჟს, კულტივაციას, მოსავლის აღებასა და ტექნიკურ მომსახურებას.

Ordero

B2B მარკეტფლეისი ჯანდაცვის სექტორისთვის, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კლინიკებს, საავადმყოფოებსა და მომწოდებლებს შორის.

Forma healthy

ციფრული ველნეს პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ჯანსაღ ცხოვრებას და წონის დაკლებას გარდაქმნის საინტერესო, მიზანზე ორიენტირებულ გამოცდილებად.

upway

საქართველოს უდიდესი არაფორმალური განათლების მარკეტფლეისი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მოძებნონ, შეადარონ და შეიძინონ კურსები, ხოლო პროვაიდერებს — მართონ რეგისტრაციები და გაყიდვები სპეციალური პანელით.

Marlin

შეკვეთების მართვის აპლიკაცია, რომელიც ამარტივებს მომწოდებლებისა და მყიდველების დაკავშირებას, აძლევს მომხმარებლებს შესაძლებლობას ნახონ პროდუქტის ინფორმაცია და განახორციელონ შეკვეთები ფიზიკური ვიზიტის გარეშე.

Lawformer

ელშეკრულების მუხლების ციფრული ბიბლიოთეკა, რომელიც იურისტებს ეხმარება კომპლექსური იურიდიული დოკუმენტაციის სწრაფად შედგენაში

Better Energy Solution

განახლებადი ენერგიის სერვისი, რომელიც იყენებს მიკრო-ჰიდრო გენერატორებს კომპანიების ელექტროენერგიის ხარჯების შესამცირებლად, „net metering“-ის ხელმისაწვდომობის გასაფართოებლად და სუფთა ენერგიის მიღების მხარდასაჭერად.

medik

ციფრული ჯანდაცვის ეკოსისტემა, რომელიც პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას დაჯავშნონ ვიზიტები, მიიღონ ანალიზების პასუხები, შეიძინონ წამლები ონლაინ და გააზიარონ ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიებთან ანაზღაურებისთვის.

FlexUp

პლატფორმა გეხმარება გამოიმუშაო დამატებითი თანხა ან დაიმატო კადრი მომსახურებისა და რითეილ სფეროში მაშინ, როცა გჭირდება.

Mens.ge

ინოვაციური ტელემედიცინის პლატფორმა, რომელიც ფოკუსირებულია მამაკაცების ჯანმრთელობაზე და სთავაზობს ონლაინ სამედიცინო კონსულტაციებსა და სერვისებს.

Awork

სამუშაოს მაძიებლების აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს კანდიდატებს კომპანიებთან.

Pyme

Web3-ზე დაფუძნებული დასაქმების პლატფორმა, რომელიც კონცენტრირებულია დეცენტრალიზებულ გარემოში მომავლის რეკრუტინგის მშენებლობაზე.

QuickShipper

ლოგისტიკის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს მარტივ, სწრაფ და მოსახერხებელ გზას მიწოდების ოპერაციების სამართავად.

Brokerapp

ფულ-სტეკ ციფრული სადაზღვევო ბროკერი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მარტივ, გამჭვირვალე და მოთხოვნაზე მორგებულ სადაზღვევო გამოცდილებას.