ჩვენი ისტორია

ჩვენი მიზანი

StartUp in Georgia დაფუძნდა იმისთვის, რომ გააერთიანოს ქვეყნის მზარდი ინოვაციების საზოგადოება - დამფუძნებლები, ინვესტორები, აქსელერატორები და პარტნიორები, ერთიანი ხესვის ქვეშ: გარდაიქმანს საქართველო ტექნოლოგიებისა და მეწარმოების შეხვედრის წერტილად. 

როდესაც ჩვენი ეკონომიკა იზრდება და გლობალური შესაძლებლობები ფართოვდება, ჩვენ გვჯერა, რომ სტარტაპ მეწარმეობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბერკეტს სოციალური განვითარების და ეროვნული მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ჩვენი მიზანი

2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ქუთაისში გახსნის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ტექნოლოგიურ ჰაბს.

2025

ინოვაციური სტარტაპებისა და IT რეზიდენტებისთვის ამოქმედდა

2025

საქართველოში ოპერირება დაიწყეს ოთხმა წამყვანმა საერთაშორისო აქსელერატორმა — Startupbootcamp, 500 Global, Founder Institute და Plug and Play.

2024

GITA-მ გააფართოვა ინოვაციური ინფრასტრუქტურა და ქვეყნის მასშტაბით გახსნა 9 რეგიონალური ტექნოპარკი

2021

შეიქმნა საქართველოს პირველი ვენჩურული ფონდი - Georgia 500, 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციური ფონდი.

2021

გლობალურმა ვენჩურმა ფონდმა 500 Global საქართველოშიც დაიწყო საქმიანობა GITA-სა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.

2020

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საერთაშორისო IT სტატუსის შემოღება და 5%-იანი საგადასახადო შეღავათი.

2018

სააგენტომ დაიწყო სტარტაპ გრანტების პროგრამა, რომლის მიზანია მეწარმეების გაძლიერება და საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის სწრაფი განვითარება.

2016

GITA-მ გახსნა საქართველოს პირველი ტექნოპარკი — თანამედროვე ინოვაციური სივრცე.

2014

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) დაფუძნდა ქვეყნის მასშტაბით ინოვაციების, ტექნოლოგიების განვითარების და მეწარმეობის ხელშესაწყობად.

ჩვენი მიდგომა

ჩვენ ვაკავშირებთ დამფუძნებლებს იმ რესურსებთან, ქსელებთან და გარემოსთან, რაც წარმატებისთვის აუცილებელია:

  • ადამიანები: მენტორები, მრჩევლები და გამოცდილი დამფუძნებლები, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს

  • კაპიტალი: წვდომა დაფინანსების წყაროებთან, ინვესტორებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან

  • ცოდნა: ტრენინგები, რესურსები და ხედვები, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასა და ადგილობრივ გამოცდილებას

  • ინფრასტრუქტურა: ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 10 ტექნოპარკი, თანამშრომლობის სივრცეების (co-working spaces) და FabLab-ების.

  • შემწყობი გარემო: რეგულაციების გამჭვირვალობა, ეკოსისტემის კოორდინაცია და სტარტაპებისთვის ხელსაყრელი პოლიტიკა

ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც ეს საყრდენი ელემენტები ერთმანეთს ერწყმის, საუკეთესო იდეებს შეუძლია გადაიქცნენ წარმატებულ ბიზნესებად— სწორედ აქ, საქართველოში.

 
ჩვენი მიდგომა