საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) „Global Tech Weekend Tbilisi 2026“-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.
ღონისძიებების სერია, რომელიც 19-21 ივნისს თბილისში გაიმართება, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტექნოლოგიურ ეკოსისტემებს გააერთიანებს.
GTWT წარმოადგენს ღონისძიებების, სამუშაო შეხვედრების, ლექციებისა და კულტურული ღონისძიებების სერიას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდების წარმომადგენლები და მსოფლიოში ცნობილი პროექტების ავტორები.
მთავარი ღონისძიება 20 ივნისს Factory Tbilisi-ში გაიმართება, სადაც 10,000-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმარი შეიკრიბება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 22 საერთაშორისო სპიკერი.
ღნიშნული პარტნიორობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტექნოლოგიების სფეროში ცოდნის გაზიარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის პოზიციონირების გაძლერებას.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.

